უეფა-მ „ოსასუნა“ კონფერენციის ლიგაზე არ დაუშვა #1TVSPORT
უეფა-მ „ოსასუნა“ კონფერენციის ლიგაზე არ დაუშვა #1TVSPORT

უეფა-მ გადაწყვიტა, არ დაუშვას „ოსასუნა“ 2023-24 წლების სეზონში კონფერენციის ლიგის გათამაშებაში. ამის მიზეზი ჩაწყობილი მატჩებია.

„ოსასუნამ“ აპელაცია შეიტანა ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ის არ დაკმაყოფილდა. ახლა კლუბი აპირებს, სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს.

„ოსასუნას“ წინააღმდეგ გახსნილია საქმე 2013-14 წლების სეზონში ჩაწყობილი მატჩების სავარაუდო ორგანიზებასთან დაკავშირებით. მიჩნეულია, რომ კლუბის მაშინდელი პრეზიდენტი, ორი დირექტორი და მენეჯერი „ბეტისს“ გაურიგდა. ამ უკანასკნელს უნდა მოეგო „ვალიადოლიდისთვის“ და შემდეგ თავად წაეგო „ოსასუნასთან“. სანაცვლოდ „ბეტისი“ პამპლონური კლუბისგან, ჯამში, 600 ათას ევროს მიიღებდა.

2022-23 წლების სეზონში „ოსასუნამ“ მეშვიდე ადგილი დაიკავა ლა ლიგაში, რაც კონფერენციის ლიგაზე თამაშის საშუალებას იძლევა. თუ უეფა-ს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ევროთასებზე „ბილბაო“ ითამაშებს, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულა.