უეფა-მ გურამ კაშია ნაკრებში ჩატარებული 100 მატჩისთვის დააჯილდოვა #1TVSPORT
უეფა-მ გურამ კაშია ნაკრებში ჩატარებული 100 მატჩისთვის დააჯილდოვა #1TVSPORT

საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩის დაწყებამდე გურამ კაშიას საგანგებო ჯილდო გადაეცა – უეფა-მ „ჯვაროსნების“ კაპიტანი ეროვნულ გუნდში ჩატარებული 100 მატჩისთვის დააჯილდოვა.

ნორვეგიასთან შეხვედრა გურამ კაშიასთვის ნაკრებში ჩატარებული 103-ე შეხვედრა იყო და ამ მაჩვენებლით ის ეროვნული გუნდის რეკორდსმენია – გუნდის წინა კაპიტნებმა, ლევან კობიაშვილმა და ჯაბა კანკავამ 100-100 მატჩი ჩაატარეს.

გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში ჩატარებულ 103 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.