უეფა-მ გამოაქვეყნა ფიფა-ს რეფორმირებისა და მართვის წინადადება, ის შეათანხმა 54-მა ქვეყანამ #1TVSPORT
A photo taken on April 6, 2016 shows the logo of European football body UEFA at the UEFA headquarters in Nyon. Swiss police raided the headquarters of European football body UEFA on April 6 following the latest revelations of a web of Panama-based offshore financial dealings by the rich and famous. The raid came after the so-called Panama Papers revealed that newly elected FIFA president Gianni Infantino signed TV rights contracts for the Champions League with a company headed by two defendants later caught up in the corruption scandal that engulfed football's world body. / AFP PHOTO / FABRICE COFFRINI
უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) რეფორმირების გეგმა, რომელიც შეთანხმდა ბერლინში გამართული ეროვნული ფედერაციების შეხვედრაზე.
უფრო ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ უეფა-ს წევრმა 54-მა ქვეყანამ მოილაპარაკა ფიფას-ს რეფორმირების ვექტორზე.
1. ინსტიტუციონალური მართვა
უფლებამოსილებათა დაყოფა:
კონგრესი, საბჭო, ბიურო, პრეზიდენტი და გენერალური მდივანი თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ მკაცრად საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. არცერთ პირს არ შეუძლია იმოქმედოს მეორის უფლებამოსილების გვერდის ავლით. მოვალეობები და გადაწყვეტილების მიღების პროცესები უნდა იყოს მკაფიო და გამჭვირვალე.
ბიუროს აღჭურვა რეალური უფლებამოსილებით:
ფიფა-ს ბიურო ახორციელებს მკაფიოდ განსაზღვრულ აღმასრულებელ უფლებამოსილებებს, რაც გარანტიას იძლევა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ასახავს ძალთა გლობალურ ბალანსს ფეხბურთში.
გაძლიერებული ფიფა-ს საბჭო:
განსაზღვრავს ფიფას სტრატეგიულ მიმართულებას, პროცესში რთავს საკვანძო მონაწილეებს და აყალიბებს უმნიშვნელოვანეს ინიციატივებს რაიმე ვალდებულების აღებამდე.
ეფექტიანი და მიზანშეწონილი კომიტეტები:
კომიტეტების სტრუქტურა ოპტიმიზებული უნდა იყოს მკაფიო დანიშნულებისა და პრაქტიკული სარგებლის უზრუნველსაყოფად.
პრეზიდენტი, რომელიც ლიდერობს და არ ერევა ოპერაციულ მართვაში:
პრეზიდენტი თავმჯდომარეობს საბჭოს, წარმოადგენს ფიფას გლობალურ დონეზე და ახორციელებს სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ოპერაციული მენეჯმენტის ფუნქციებში ჩარევის გარეშე.
ანგარიშვალდებული გენერალური მდივანი:
ინიშნება და კონტროლდება ბიუროს მიერ, ხელმძღვანელობს ფიფას ადმინისტრაციულ აპარატს საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ.
2.გადაწყვეტილების მიღება, ზედამხედველობა და ანგარიშვალდებულება
ეთიკის, დისციპლინის, აუდიტისა და კომპლაენსის ორგანოების გაძლიერება:
ფიფა-ს ზედამხედველობის ორგანოების დანიშვნები და საქმიანობა დაცულია პრეზიდენტისა თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ჩარევისგან.
ცალმხრივი გადაწყვეტილებების აკრძალვა მატჩების საერთაშორისო კალენდარსა და ფიფას ტურნირებზე:
ნებისმიერი ცვლილება მატჩების საერთაშორისო კალენდარში (IMC) და ფიფას ტურნირებში – როგორც არსებულში, ისე ახალში – მოითხოვს ბიუროს ერთსულოვან დამტკიცებას.
წევრი ასოციაციების უფლება, შეიტანონ საკითხები ფიფას საბჭოს დღის წესრიგში:
წევრი ასოციაციების განსაზღვრულ რაოდენობას აქვს უფლება, მოითხოვოს კონკრეტული საკითხის შეტანა ფიფას საბჭოს დღის წესრიგში.
საკვანძო გადაწყვეტილებების მიღების მკაფიო რეგლამენტი:
კონსულტაციები – ბიურო – საბჭო – გადაწყვეტილების მიღება. ყველა საკვანძო წინადადებამ მკაცრად უნდა გაიაროს თითოეული სავალდებულო ეტაპი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
3.ფიფას განვითარება და რესურსები
განვითარების მხარდაჭერა წევრი ასოციაციების ინიციატივით:
თითოეული წევრი ასოციაცია საკუთარ საჭიროებებს თავის კონფედერაციასთან ერთად განსაზღვრავს. ფიფა უზრუნველყოფს დაფინანსებას, ხოლო კონფედერაციები ხელს უწყობენ განხორციელებას.
დაფინანსება FIFA Forward პროგრამით, როგორც წევრი ასოციაციების დაცული უფლება:
თითოეულ წევრ ასოციაციას, რომელიც იცავს დადგენილ მოთხოვნებს, აქვს გარანტირებული უფლება მიიღოს თანხები Forward-ის პროგრამიდან განაწილების გამჭვირვალე სისტემის ფარგლებში და პოლიტიკური ჩარევის რისკის გარეშე.
ფიფას ფინანსური რეზერვების ფორმირებისა და გამოყენების პოლიტიკა:
ოფიციალური და გამჭვირვალე პოლიტიკა, რომელიც არეგულირებს ფიფას ფინანსური რეზერვების მოცულობას, ინვესტირებასა და ხარჯვას; ითვალისწინებს თითოეული წევრი ასოციაციისთვის სულ მცირე 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას Forward-ის პროგრამის მიღმა.
ფიფას რესურსები – ექსკლუზიურად ფიფას მიზნებისთვის:
ფიფას რესურსები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირადი ან საარჩევნო ინტერესებისთვის.