უეფა-მ ევროტურნირების მონაწილეებს რუსეთიდან და უკრაინიდან ლეგიონერების დამატების უფლება მისცა #1TVSPORT
უეფა-მ ევროტურნირების მონაწილეებს რუსეთიდან და უკრაინიდან ლეგიონერების დამატების უფლება მისცა #1TVSPORT

უეფა-მ ნება დართო ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და კონფერენციის ლიგის მეოთხედფინალების ყველა მონაწილეს – პირველ აპრილამდე დაიმატონ უცხოელი ფეხბურთელები რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატებიდან. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

თითოეულ გუნდს არაუმეტეს ორი ფეხბურთელის დამატება შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს თავიანთ გუნდებთან კონტრაქტების ცალმხრივად გაწყვეტის ნება დართო, რის შემდეგაც, რუსეთის პრემიერლიგა ათობით უცხოელმა ფეხბურთელმა დატოვა.