უეფა-მ ევროთასების განახლების ფორმატი მიიღო
უეფა-მ ევროთასების განახლების ფორმატი მიიღო

უეფა-ს ხელმძღვანელობამ ევროთასების განახლების ფორმატზე გადაწყვეტილება მიიღო, – დაწერა რამდენიმე ევროპულმა გამოცემამ.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება, მეოთხედფინალიდან მოყოლებული, „რვათა ფინალის“ ფორმატში გაიმართება. მატჩებს პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი უმასპინძლებს. ამასთან, მერვედფინალის დარჩენილი განმეორებითი მატჩები მასპინძელთა სტადიონზე გაიმართება.

იმავე სისტემით ითამაშებენ ევროპის ლიგაზე. მატჩებს გერმანიის ერთ-ერთი ქალაქი მიიღებს.

ასევე ცნობილი გახდა ევროპის სუპერთასის ჩატარების ადგილი – თამაშს უმასპინძლებს ბუდაპეშტი (უნგრეთი).

დღეისთვის, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასულები არიან: „პარი სენ-ჟერმენი“, „ატლეტიკო“, „ატალანტა“ და „ლაიპციგი“. კიდევ ოთხი მეოთხედფინალისტი შემდეგ მატჩებში გაირკვევა: მანჩესტერ სიტი-რეალი (პირველი მატჩი – 2:1), ბაიერნი-ჩელსი (3:0), იუვენტუსი-ლიონი (0:1), ბარსელონა-ნაპოლი (1:1).