უეფა-მ ევროსა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ფორმატი შეცვალა - იქნება 12 ჯგუფი თითოში 4-5 ნაკრებით #1TVSPORT
უეფა-მ ევროსა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ფორმატი შეცვალა - იქნება 12 ჯგუფი თითოში 4-5 ნაკრებით #1TVSPORT

ევროპაში შეიცვლება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში გუნდების შერჩევის სისტემა.

უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ცვლილებები შეიტანოს საკვალიფიკაციო ტურნირის სტრუქტურაში.

შესარჩევ ტურნირზე შეიქმნება 12 ჯგუფი, თითოში იქნება ოთხი ან ხუთი გუნდი. ნაკრებები, რომლებიც პირველ ადგილს დაიკავებენ, პირდაპირ მიიღებენ ფინალური ეტაპის საგზურს. მეორეადგილოსნები ან პირდაპირ გავლენ ფინალურ ტურნირზე ან მონაწილეობას მიიღებენ პლეი ოფში (იმ გუნდებთან ერთად, რომლებსაც ერთა ლიგიდან ექნებათ მოპოვებული პლეი ოფში თამაშის უფლება).

ცვლილებები ძალაში შევა ევრო 2024-ის შემდეგ, შესაბამისად, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიდან მოყოლებული.