უეფა-მ ევრო 2024-ის შესარჩევში ისრაელის ნაკრების გადატანილი მატჩების თარიღები დაადგინა #1TVSPORT
უეფა-მ ევრო 2024-ის შესარჩევში ისრაელის ნაკრების გადატანილი მატჩების თარიღები დაადგინა #1TVSPORT

უეფა-მ დაასახელა ევრო 2024-ის შესარჩევში ისრაელის ნაკრების გადადებული მატჩების ახალი თარიღები. შეხვედრები კოსოვოსა და შვეიცარიის ნაკრებების წინააღმდეგ ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის გამო გადაიდო.

კოსოვოს ნაკრებთან მატჩი, რომელიც 15 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 12 ნოემბერს ჩატარდება. შვეიცარიის წინააღმდეგ მატჩის თარიღია 15 ნოემბერი.

იმის გამო, რომ თამაშების თარიღები არ ემთხვევა სანაკრებო ფანჯარას, უეფა-მ დააწესა მოთამაშეთა გამოძახების განსაკუთრებული წესები – ადგილობრივი ლიგებიდან ფეხბურთელების გამოძახება შეზღუდვების გარეშე იქნება, უცხოური ლიგებიდან კი ნებადართული იქნება, მაქსიმუმ, ერთი ფეხბურთელის გამოძახება.