უეფა-მ ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის წილისყრის თარიღი დაასახელა #1TVSPORT
უეფა-მ ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის წილისყრის თარიღი დაასახელა #1TVSPORT

უეფა-მ გამოაცხადა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრის თარიღი.

როგორც ორგანიზაციის პრესსამსახური იტყობინება, ღონისძიება 2022 წლის 9 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ფრანქფურტში გაიმართება.

წილისყრის შედეგად, 54 ნაკრები ჯგუფებში განაწილდება და დაიწყება ბრძოლა ევრო 2024-ის 23 საგზურისთვის.

ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება. ფინალური ტურნირის წილისყრა 2023 წლის დეკემბერში იგეგმება.