უეფა-მ ევრო 2024-ის განრიგი დაამტკიცა, გახსნის მატჩი მიუნხენში გაიმართება, ფინალი - ბერლინში #1TVSPORT
უეფა-მ ევრო 2024-ის განრიგი დაამტკიცა, გახსნის მატჩი მიუნხენში გაიმართება, ფინალი - ბერლინში #1TVSPORT

უეფა-მ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ აღმასკომის სხდომაზე დაამტკიცა ევრო 2024-ის განრიგი.

ტურნირი გერმანიის 10 ქალაქში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება. გახსნის მატჩს უმასპინძლებს მიუნხენის „ალიანც-არენა“, ფინალს – ბერლინის ოლიმპიური სტადიონი.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების სრული ჩამონათვალი ასეთია: ბერლინი, ჰამბურგი, ლაიპციგი, დორტმუნდი, დიუსელდორფი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი, კიოლნი, მიუნხენი და შტუტგარტი.

ევრო 2024-ის სრული რეგლამენტი უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე 16 მაისს გამოქვეყნდება.