უეფა-მ და კიდევ ორმა კონფედერაციამ ფიფა-ს მიმართეს – ბოლო მოვლენები მესამე მხარემ უნდა გამოიძიოს #1TVSPORT

11:20, 11.08.2026
A photo taken on April 6, 2016 shows the logo of European football body UEFA at the UEFA headquarters in Nyon. Swiss police raided the headquarters of European football body UEFA on April 6 following the latest revelations of a web of Panama-based offshore financial dealings by the rich and famous. The raid came after the so-called Panama Papers revealed that newly elected FIFA president Gianni Infantino signed TV rights contracts for the Champions League with a company headed by two defendants later caught up in the corruption scandal that engulfed football's world body. / AFP PHOTO / FABRICE COFFRINI

A photo taken on April 6, 2016 shows the logo of European football body UEFA at the UEFA headquarters in Nyon. Swiss police raided the headquarters of European football body UEFA on April 6 following the latest revelations of a web of Panama-based offshore financial dealings by the rich and famous. The raid came after the so-called Panama Papers revealed that newly elected FIFA president Gianni Infantino signed TV rights contracts for the Champions League with a company headed by two defendants later caught up in the corruption scandal that engulfed football's world body. / AFP PHOTO / FABRICE COFFRINI

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირი (უეფა), ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფეხბურთის კონფედერაცია (კონკაკაფი) და აზიის ფეხბურთის კონფედერაცია (აფკ) ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ და FIFA Forward Enterprise-ის პროექტის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ფიფა ამ კომერციული სტრუქტურის ამოქმედებას გეგმავდა, რათა მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების უფლებები კერძო ინვესტორებისთვის გადაეცა. თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინო იძულებული გახდა, პროექტი გაეუქმებინა კონტინენტური კონფედერაციების მხრიდან მწვავე პროტესტისა და მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპის ნაკრებების ბოიკოტის რისკის გამო.

„ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთო გატაცების საგანია. ის არ ეკუთვნის არცერთ ადამიანს და არც რთ ორგანიზაციას.

ის ეკუთვნის მოთამაშეებს, გულშემატკივრებს, კლუბებს, წევრ-ასოციაციებს და ყოველ ორგანიზაციას, რომელსაც ფეხბურთის მომავლის უზრუნველყოფა აქვს მინდობილი. სწორედ ამ სულისკვეთებით დღეს გუნდურად გამოვდივართ კონფედერაციები, რომლებიც საკუთარ წევრებს წარმოადგენენ.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეალური ზრდა მოხდა. მაგრამ პროგრესი არასოდეს ყოფილა ერთი ადამიანის დამსახურება. ის იყო ფიფა-ს, კონფედერაციების, წევრი-ასოციაციებისა და ათასობით ადამიანის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას თამაშს უძღვნიან.

ტურნირების გაფართოება, მსოფლიოს 2030 და 2034 წლების ჩემპიონატების მასპინძლობის უფლების მინიჭება, ასოციაციებს შორის რესურსების განაწილება – ეს ყველაფერი ერთობლივი წარმატება იყო, ერთობლივად შეთანხმებული და მიღწეული.

საქმე ფულს არ ეხება. კონფედერაციებმა უკვე მოუწოდეს ფიფა-ს უზარმაზარი რეზერვების პასუხისმგებლიანი განაწილებისკენ, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ინვესტიციები წევრი-ასოციაციების განვითარებისთვის.

საქმე არ ეხება იმას, რომ რომელიმე წევრი ასოციაცია დაკარგავს მისთვის დამსახურებულ მხარდაჭერას, მიუხედავად მცდელობებისა, დაეშინებინათ ჩვენი წევრები და დაერწმუნებინათ ისინი საპირისპიროში. საქმე არც ტურნირების გაფართოების, მსოფლიო თასისთვის სახსრების განაწილების ან სხვა გადაწყვეტილებების გადახედვას ეხება. ეს გადაწყვეტილებები ერთობლივად იქნა მიღებული და ისინი ძალაში უნდა დარჩეს.

საქმე რაღაც უფრო ფუნდამენტურს ეხება: თამაშის მთლიანობას და იმ ადამიანების კეთილსინდისიერებას, რომლებიც მის სამართავად არიან არჩეული.

ფეხბურთში ლიდერობა – ეს არ არის ვინმეს საკუთრება. საქმე არც ძალაუფლების ფლობას ან მის მოხვეჭის მოთხოვნას ეხება. ეს არის საფეხბურთო ოჯახის წინაშე მსახურების ვალდებულება, რომელიც მას ამ ოჯახმა ანდო. როდესაც ნდობას მოტყუება უთხრის ძირს, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს იმ ორგანიზაციაზე მაღლა აყენებს, რომელმაც მას ძალაუფლება მიანდო, ეს ვალდებულება უარყოფილია.

თავისი ვიცე-პრეზიდენტებისთვისა და 211 წევრი-ასოციაციიისთვის გაგზავნილ ბოლო წერილში ფიფა აღიარებს, რომ პროცესში შეცდომები იქნა დაშვებული. ეს კომუნიკაციის ჩავარდნად არის განხილული, და ის, რაც ფეხბურთის სამყარომ იხილა, სიტუაციის შეფასების ჩავარდნა იყო. არსებითი კონსულტაციების გარეშე მოკლე ვადებში წარმოდგენილი წინადადება, რომლის შესასწავლად წევრ-ასოციაციებს დრო პრაქტიკულად არ მისცეს, არ ყოფილა წინდაუხედაობის შედეგი, არამედ იყო მიზანმიმართული გეგმა, რომლის შედეგი უნდა ყოფილიყო კონტროლის შეზღუდვა.

ამ ბოდიშის წერილში ფიფა არ აღიარებს, რომ თავად წინადადება იყო არსებითად არასწორი. კვლავინდებურად არ არსებობს იმის აღქმა, რომ მსოფლიო ჩემპიონატში წილის გაყიდვის მცდელობა სიტუაციის შეფასებისას დაშვებული ღრმა შეცდომა იყო – არა უბრალოდ პროცედურული შეცდომა, არამედ იმ ინსტიტუტებისადმი ნდობის ფუნდამენტური დარღვევა, რომლებსაც ფიფა უნდა ემსახურებოდეს.

ფიფა-მ ასევე იკისრა ვალდებულება, რომ ამ მოვლენების შესახებ სრული ანგარიში წარმოადგინოს. ის არ აღიარებს, რომ, არაკომპეტენტურ მმართველობის პირობებში, ეს ანგარიში სრულად დამოუკიდებელმა მესამე მხარემ უნდა მოამზადოს და არა თავად ფიფა-მ, მისმა თანამშრომლებმა ან ფეხბურთში რომელიმე დაინტერესებულმა მხარემ. ფიფა-ს ადმინისტრაციამ ანგარიშის ჩატარებაში არანაირი როლი არ უნდა შეასრულოს.

ფიფა-ს წერილში ასევე დასტურდება, რომ მაროკოში ხელმძღვანელობის შეხვედრას მხოლოდ ერთი არჩეული წარმომადგენელი ესწრებოდა. არ ყოფილან მიწვეულნი ფიფა-ს საბჭოს წევრები ან წევრი ასოციაციები. შეხვედრას მხოლოდ მმართველი კომიტეტი ესწრებოდა, რომელიც ფიფა-ს მაღალი რანგის თანამშრომლებისგან შედგება.

ამასწინდელმა შეხვედრამ კიდევ უფრო გაამძაფრა შეშფოთება, რადგან იმის ნაცვლად, რომ ფიფა-ს ხელმძღვანელობა ციურიხში ჩასულიყო ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების გადაუდებელი პრობლემების მოსაგვარებლად, უცხოეთში მხოლოდ ფიფა-ს მმართველი კომიტეტის შერჩეული წევრები და არა სრული კომიტეტი იქნა გამოძახებული. ეს წარმოადგენს ქცევის იმავე მოდელის გაგრძელებას, რომელმაც ამ ვითარებამდე მიგვიყვანა. ეს არის არა თამაშის მცველის, არამედ იმ ადამიანის ქცევა, ვინც მიიჩნევს, რომ თამაში მას ექვემდებარება.

იქ, სადაც პასუხისმგებლობა უნდა იყოს, გამეფებულია სიჩუმე, იქ, სადაც ღია უნდა იყოს ყველაფერი – დისტანციაა. ეს არ არის ის ხარისხი, რომელსაც ფეხბურთი თავისი ხელმძღვანელობისგან იმსახურებს.

ფეხბურთის ძალა ყოველთვის მის ერთობაში მდგომარეობდა. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ეს ერთობა ახლაც იყოს დაცული, რათა ხელმძღვანელობა ემსახურებოდეს ფეხბურთს და არ ცდილობდეს მბრძანებლობას“, – წერია უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მსგავსი