უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის წილისყრისთვის კალათების შემადგენლობა დაადგინა
უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის წილისყრისთვის კალათების შემადგენლობა დაადგინა

დღეს მონაკოში უეფა-ს გალა წარმოდგენა გაიმართება, რომლის დროსაც 2017-18 წლების სეზონის ლაურეატებს დააჯილდოებენ. თუმცა, ამ საღამოს მთავარი მოვლენა იქნება ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა.

წილისყრის წინ, ჯგუფურ ეტაპზე გასული 32 გუნდი ოთხ კალათში განაწილდა. პირველ კალათში მოხვდნენ: ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებულები, აგრეთვე, უეფა-ს რეიტინგში ექვსი საუკეთესო ქვეყნის ჩემპიონები. დანარჩენ სამ კალათში გუნდები საკუთარი რეიტინგის მიხედვის განაწილდნენ.

განთესვის შედეგები ასეთია:

I კალათი
რეალი (ესპანეთი)
ატლეტიკო (ესპანეთი)
ბარსელონა (ესპანეთი)
ბაიერნი (გერმანია)
მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
იუვენტუსი (იტალია)
პსჟ (საფრანგეთი)
ლოკომოტივი (რუსეთი)

II კალათი
დორტმუნდი (გერმანია)
პორტუ (პორტუგალია)
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
შახტარი (უკრაინა)
ბენფიკა (პორტუგალია)
ნაპოლი (იტალია)
ტოტენჰემი (ინგლისი)
რომა (იტალია)

III კალათი
ლივერპული (ინგლისი)
შალკე (გერმანია)
ლიონი (საფრანგეთი)
მონაკო (საფრანგეთი)
აიაქსი (ჰოლანდია)
ცსკა (რუსეთი)
ეინდჰოვენი (ჰოლანდია)
ვალენსია (ესპანეთი)

IV კალათი
პლზენი (ჩეხეთი)
ბრიუგე (ბელგია)
გალათასარაი (თურქეთი)
იანგ ბოიზი (შვეიცარია)
ინტერი (იტალია)
ჰოფენჰაიმი (გერმანია)
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
აეკ (საბერძნეთი)

ჯგუფურ ეტაპზე ერთ ქვეჯგუფში ვერ მოხვდებიან ერთი ქვეყნის წარმომადგენლები. პირველი ტურის მატჩები 18-19 სექტემბერს გაიმართება.

წილისყრის ცერემონია ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი