უეფა-მ „ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისთვის დასაჯა #1TVSPORT
უეფა-მ „ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისთვის დასაჯა #1TVSPORT

„ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, შესაბამისად, 500 და 300 ათასი ევროთი დაჯარიმდნენ ფინანსური ფეარ პლეის დარღვევის გამო. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო უეფა-მ 2019-22 წლებში კლუბების ეკონომიკური საქმიანობის შესწავლის შემდეგ.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ დასაჯეს იმის გამო, რომ ფინანსური წლის განმავლობაში კლუბის დანახარჯები გავიდა უეფა-ს მოთხოვნების ფარგლებიდან.

„ბარსელონა“ დააჯარიმეს ფინანსურ ანგარიშში უზუსტობების გამო. ეს გადაწყვეტილება არ ეხება „ნეგრეირას საქმის“ გამოძიებას.