უეფა-მ ნება დართო „ბარსელონას“, 2023-24 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს.
როგორც რადიო Cadena SER-ი იტყობინება, უეფა-მ დაასრულა შიდა გამოძიება ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას საქმეზე.
ანგარიშში წერია, რომ „ბარსელონა“ დაშვებული იქნება ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებაში.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონას პროკურატურამ ბრალი წაუყენა კლუბის ყოფილ პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბარტომეუსა და თავად კატალონურ გუნდს. ბარტომეუს ბრალად ედება ფულადი გადარიცხვები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას მისამართით.