უეფა-მ 2019 წლის სიმბოლური გუნდი შეადგინა
უეფა-მ 2019 წლის სიმბოლური გუნდი შეადგინა

უეფა-მ 2019 წლის სიმბოლურ ნაკრებზე ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა. აღვნიშნავთ, რომ გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა ორ მილიონზე მეტმა გულშემატკივარმა.

შემადგენლობაში მოხვდა „ლივერპულის“ ხუთი ფეხბურთელი. მათ შორის არ არიან მოჰამედ სალაჰი და რობერტო ფირმინო.

2019 წლის გუნდი უეფა-ს ვერსიით:

ალისონი (ლივერპული) – ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), მატეის დე ლიგტი (იუვენტუსი), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული) – კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა), სადიო მანე (ლივერპული) – რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), ლიონელ მესი (ბარსელონა).