უეფა ევრო 2028-ზე „წყლის პაუზების“ შემოღებას არ აპირებს #1TVSPORT
უეფა ევრო 2028-ზე „წყლის პაუზების“ შემოღებას არ აპირებს #1TVSPORT

ევროპული საფეხბურთო ასოციაციების კავშირი (უეფა) არ გეგმავს ევრო 2028-ზე აუცილებელი „წყლის პაუზების“ შემოღებას, – წერს ბრიტანული გაზეთი The Telegraph.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) შემოიღო წყლის სმისთვის აუცილებელი სამწუთიანი პაუზები 2025 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე და მოუწოდა კონტინენტალურ ორგანიზაციებს იგივეს გაკეთებისკენ.

„წყლის პაუზისთვის“ განკუთვნილი შესვენებები უკვე შესულია უეფა-ს რეგლამენტში. მას იყენებენ იმ დროს, როცა ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს აღემატება. ახალი ცვლილების დანერგვას ორგანიზაცია არ აპირებს.