უეფა - ევრო 2020 გეგმის მიხედვით გაიმართება
უეფა - ევრო 2020 გეგმის მიხედვით გაიმართება

ევროპის მთავარმა საფეხბურთო ორგანომ (UEFA) მკაცრი პოზიცია დაიკავა ევრო 2020-ის ჩატარებასთან დაკავშირებით. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატი დათქმულ ვადებში გაიმართება და არ შეიცვლება არც დრო და არც ჩატარების ადგილები.

„ევრო 2020 12 ივნისს დაიწყება რომში. უეფა კონორავირუსის საკითხთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტშია შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ მთავრობებთან. ამ მომენტისთვის დაგეგმილ სატურნირო განრიგში საჭირო არ არის რაიმეს შეცვლა. საკითხი მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება“, – განაცხადა უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ უვამ.