უეფა ჩემპიონთა ლიგაზე ერთმატჩიანი პლეი ოფის ფორმატის გამოყენებას განიხილავს
უეფა ჩემპიონთა ლიგაზე ერთმატჩიანი პლეი ოფის ფორმატის გამოყენებას განიხილავს

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალები და ნახევარფინალები, შესაძლოა, უჩვეულო ფორმატში გაიმართოს.

გაზეთ „მირორის“ ინფორმაციით, უეფა განიხილავს პლეი ოფის ეტაპის ერთმატჩიან ფორმატში გამართვის შესაძლებლობას. ეს არის ერთ-ერთი იდეა, რომელსაც 17 მარტს დანიშნულ შეხვედრაზე განიხილავენ.

თუ მიიღებენ ერთმატჩიანი პლეი ოფის ფორმატს, თამაშის მასპინძელს წილისყრის შედეგად აარჩევენ ან შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება. ასეთი გრაფიკით, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება გრაფიკში ჩაჯდება და ფინალი, როგორც დაგეგმილი იყო, 30 მაისს სტამბოლში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უეფა-მ გააუქმა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ყველა შეხვედრა, რომელიც მომავალ კვირას იყო დაგეგმილი.