უეფა ჩელსის წინააღმდეგ სანქციებს არ გამოიყენებს

10:02, 01.03.2019

უეფას დისციპლინარული კომისია ჩელსის გულშემატკივრების მიერ სავარაუდო ანტისემიტური და რასისტული სლოგანების სკანდირების გამო კლუბის წინააღმდეგ არანაირ სასჯელს არ გამოიტანს.

საქმე ეხება გასული წლის დეკემბერში ევროპა ლიგის მატჩის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს, როდესაც ლონდონური კლუბი გასვლით შეხვედრას ატარებდა უნგრული ვიდეოტონის წინააღმდეგ (2-2).

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაშინ ბი-ბი-სის (BBC) განუცხადა, რომ გაიგონა, როგორ სკანდირებდნენ ჩელსის გულშემატკივრები ანტისემიტურ და რასისტულ სლოგანებს.

მიუხედავად ამისა, უეფას დისციპლინარულმა კომისიამ საქმის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი ასეთი გადაწყვეტილებისა ოფიციალურად არ გაჟღერებულა, თუმცა სავარაუდოდ ეს სამხილების არარსებობის გამო მოხდა.

ჩელსიმ ნებისმიერი სახის რასისტული ან რელიგიური შეუწყნარებლობა ზემოხსენებული ბრალდების გავრცელებისთანავე დაგმო.

მსგავსი