უეფა აშშ-ში ჩემპიონთა ლიგის მატჩების ჩატარებისთვის ემზადება #1TVSPORT
უეფა აშშ-ში ჩემპიონთა ლიგის მატჩების ჩატარებისთვის ემზადება #1TVSPORT

უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა გამოაცხადა, რომ ორგანიზაცია განიხილავს ჩემპიონთა ლიგის მატჩების ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ჩატარებას.

„ასეთი შესაძლებლობა არსებობს, ჩვენ ეს უკვე განვიხილეთ. დაგეგმილია ჩემპიონთა ლიგის ფინალები წელს სტამბოლში, 2024 წელს – ლონდონში და 2025 წელს – მიუნხენში. ამის შემდეგ ყველაფერი შესაძლებელია.

ბოლო დროს ფეხბურთი ძალიან პოპულარულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკელები მზად არიან, სერიოზული ფული გადაიხადონ იმაში, რომ საუკეთესოს უყურონ. ისინი ევროპულ ფეხბურთს თვალს ადევნებენ ისე, როგორც ევროპელები უყურებენ NBA-ს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პერსპექტიული ბაზარია მომავალში“, – განაცხადა ჩეფერინმა.