უეფა 17 მარტს გადაწყვეტს, გადაიდება თუ არა ყველა მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტურნირი
უეფა 17 მარტს გადაწყვეტს, გადაიდება თუ არა ყველა მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტურნირი

უეფა-მ ახლახანს ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია წევრი ორგანიზაციების საგანგებო შეკრებას გეგმავს.

დაინტერესებული მხარეები, რომლებსაც უეფა-ს ეპატიჟება, განიხილავენ ევროპული ფეხბურთის რეაქციას COVID-19-ზე.

„მთელს ევროპაში COVID-19-ის გავრცელების პროცესის ცვალებადობიდან გამომდინარე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცვალებადი ანალიზის გამო, უეფა-მ დღეს მოიწვია მისი 55 წევრის ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე პირები ევროპული კლუბის ასოციაციიდან, ევროპული ლიგების დირექტორთა საბჭოებიდან და FIFPro სპიკერი. ისინი დაესწრებიან შეხვედრებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით, სამშაბათს, 17 მარტს, რათა ვირუსის აფეთქებაზე ევროპული ფეხბურთის რეაგირების საკითხი განიხილონ. დისკუსიები მოიცავს ყველა შიდა და ევროპულ კონკურსს, მათ შორის ევრო 2020-ის საკითხს. შემდგომი კომუნიკაცია ამ შეხვედრების შემდეგ მოხდება” – წერია უეფას საგანგებო განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩვენმა ნაკრებმა ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი მატჩი უნდა გამართოს.