უძველესი ქართული კლუბების დაპირისპირებაში „შევარდენმა“ მოიგო
უძველესი ქართული კლუბების დაპირისპირებაში „შევარდენმა“ მოიგო

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მეოთხე ტურის შეხვედრები დასრულდა. განმუხურში „ზუგდიდი“ თბილისის „მერანთან“ 0:2 დამარცხდა. სტუმრებმა იაგო დეისაძისა (56-ე და 85-ე წუთები) და რაფაელ ჩუკვურას (90+2) გოლებით 0:3 მოიგეს.

„ცხინვალმა“ „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – თავი გიორგი ჩელებაძემ (11) გამოიჩინა, მაგრამ დათა სიჭინავასა (45) და ლევან ქურდაძის (49) გოლებით „ცხინვალმა“ სამი ქულა მოიპოვა.

ს.კ. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ერთმანეთს უძველესი ქართული კლუბები დაუპირისპირდნენ: თბილისის „შევარდენი 1906“-მა ფოთის „კოლხეთი 1913“ გაანადგურა – 6:2. მასპინძელთაგან ხუთი გოლი ლეგიონერების ანგარიშზეა – ევჰენი ჩუმაკმა (24, 33) და ოლეკსანდრ ბატალსკიმ (56, 63) დუბლი შეასრულეს, თითო-თითო გოლი კი გიორგი ივანიაძისა (73) და ოლეკსი მაიდანევიჩის (90) ანგარიშზეა. ფოთელებიდან კი თავი თენგიზ გოროზიამ (46) და გიორგი ხორხელმა (85) გამოიჩინეს.

ლანჩხუთის „გურიამ“ „ევგრაფი შევარდნაძეზე“ „გაგრას“ უმასპინძლა და 0:2 წააგო – სტუმრებმა სამი ქულა კობა შალამბერიძისა (32) და ზვიად მეტრეველის (65) გოლებით მოიპოვეს.

თელავის „გივი ჩოხელზე“ „თელავმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და ფრედ ითამაშა. მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა. 49-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა თელაველთა მცველი ილია ბერიაშვილი მოედნიდან გააძევა. ანგარიში 51-ე წუთზე შოთა კერძევაძემ გახსნა. თელაველებმა 58-ე წუთზე ირაკლი რუხაძის გოლით გაათანაბრეს