„უდინეზესაც“ გაუტანა - კიტეიშვილი შესანიშნავ ფორმაშია #1TVSPORT
„უდინეზესაც“ გაუტანა - კიტეიშვილი შესანიშნავ ფორმაშია #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმში“ მორიგი გოლი გაიტანა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ამჯერად თავის გამოჩენა „უდინეზესთან“ მოახერხა.

ავსტრიის ბუნდესლიგისა და იტალიის სერია „ა“-ს გუნდები ერთმანეთს ავსტრიულ ქალაქ ზანკტ ფაიტში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. კიტეიშვილმა ბურთი საჯარიმოს კუთხესთან მიიღო და იტალიელთა კარი შორიდან ეფექტურად აიღო. კიტეიშვილმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, „შტურმმა“ იტალიური გუნდი 3:2 დაამარცხა.

ოთარ კიტეიშვილი შესანიშნავ ფორმაში რომ არის, ახალი სეზონისთვის მზადების პერიოდში „შტურმში“ ჩატარებული მატჩებით ამტკიცებს. მეორელიგელლიფერინგისთან“ დუბლი შეასრულა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ცნობილ სერბულ კლუბთან, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ 81-ე წუთზე გაიტანა და ავსტრიელები წაგებას გადაარჩინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა 16 ივლისს „შტურმთან“ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გრაცში 2024 წლამდე დარჩება.