„უდინეზეს“ მწვრთნელი – ჩაკვეტაძე თასზე ვერ ითამაშებს, გოგლიჩიძის ტრავმა სერიოზული არაა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის „უდინეზე“ ახალ სეზონს 15 აგვისტოს იტალიის თასზე „პადოვასთან“ საშინაო შეხვედრით გახსნის. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა პრესკონფერენციაზე გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელების მდგომარეობაც ახსენა.
„კრისტენსენი ჩვენი გუნდის სახე იყო, მაგრამ, სავარაუდოდ, ის წავა. ახალი ფეხბურთელების განვითარებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რათა ისინი გუნდის ლიდერებად ჩამოყალიბდნენ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
ვხედავ, რომ ახალ მოთამაშეებს თავის გამოჩენის დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩაკვეტაძე და ზანოლი თასზე ვერ დაგვეხმარებიან. გოგლიჩიძემ ბოლო ვარჯიშზე მიიღო მცირე ტრავმა, სერიოზული არაფერია, მაგრამ მის მდგომარეობას ექიმები შეაფასებენ და ვნახოთ, შეძლებს თუ არა სამატჩო განაცხადში მოხვედრას“.