„უდინეზემ“ საბა საზონოვის მიმართ ინტერესი დაადასტურა #1TVSPORT
„უდინეზემ“ საბა საზონოვის მიმართ ინტერესი დაადასტურა #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველს, საბა საზონოვს „უდინეზე“ აკვირდება, – ეს ინფორმაცია სერია A-ს კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ფედერიკო ბალზარეტიმ Sport24-თან ინტერვიუში დაადასტურა.

„საზონოვი არის ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ხანია ვაკვირდებით, მაგრამ ჯერ მისი კლუბისთვის ოფიციალური შეთავაზება არ გაგვიგზავნია,“ – განაცხადა ბალზარეტიმ.

21 წლის მოთამაშე მოსკოვის „დინამოში“ ირიცხება, კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. საბა 2022 წლის სექტემბერში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. იმავე პერიოდში მას მიწვევა რუსეთის ასაკობრივი ნაკრებიდანაც მიუვიდა, თუმცა არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა.

საზონოვის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2022 წლის 17 ნოემბერს, მაროკოსთან ამხანაგურ მატჩში შედგა. მას „ჯვაროსანთა“ რიგებში სულ ორი შეხვედრა აქვს ნათამაშები, ხოლო სატრანსფერო ინტერესი მის მიმართ 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ გაიზარდა.