„უდინეზემ“ გიორგი ჩაკვეტაძე წარადგინა #1TVSPORT

17:00, 06.07.2026

გიორგი ჩაკვეტაძე „უდინეზეს“ ფეხბურთელია. იტალიის სერია A-ს კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი წარადგინა.

„ჩაკვეტაძე „უდინეზეს“ 2026/27 წლების სეზონის პირველი შენაძენია. კლუბი სატრანსფერო კამპანიას ოფიციალურად „უოტფორდიდან“ ქართველი შემტევი ნახევარმცველის დამატებით იწყებს. გიორგიმ „უდინეზესთან“ კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხელშეკრულების კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

ქართველი დინამიკური და თანამედროვე ნახევარმცველია, რომელიც კარგი საგოლე უნარებით გამოირჩევა. მას შეუძლია ითამაშოს როგორც გამთამაშებლის, ასევე საყრდენი ნახევარმცველისა და გარემარბის პოზიციებზე. არაპროგნოზირებადობით ის ჩვენი გუნდის შეტევებს უფრო მრავალფეროვანს გახდის.

იგი 2018 წლიდან, 18 წლის ასაკიდან საქართველოს ნაკრების წევრია და დღემდე ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 39 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი. დროა, ჩაკვეტაძემ „უდინეზეში“ ახალი თავგადასავალი დაიწყოს. კეთილი იყოს შენი მობრძანება, გიორგი!“ – აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.

მსგავსი