„უდინეზე“ გოგლიჩიძეს, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წარადგენს #1TVSPORT
„უდინეზე“ გოგლიჩიძეს, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წარადგენს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მცველმა, საბა გოგლიჩიძემუდინეზეში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იტალიური კლუბის მოთამაშეა – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მცველი კლუბთან კონტრაქტს დღეს გააფორმებს და „უდინეზე“ ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებს.

ფეხბურთელის მიმართ ინტერესი „კალიარის“, „სასუოლოს“, „რომას“ და კიდევ რამდენიმე კლუბს ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ კონკურენტებს „უდინეზემ“ აჯობა.

„ემპოლი“ ტრანსფერში 4 მილიონ ევროს მიიღებს, გოგლიჩიძე კი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ახალ სეზონს კვლავ იტალიის სერია A-ში ითამაშებს.