უცნობები მკურნალობის პროცესში მყოფი მიხაელ შუმახერის ფოტოს მილიონ ევროდ ყიდიან
უცნობები მკურნალობის პროცესში მყოფი მიხაელ შუმახერის ფოტოს მილიონ ევროდ ყიდიან

უცნობებს სურთ გაყიდონ ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ფოტო, რომელიც ლეგენდარული პილოტის რეაბილიტაციის პერიოდში არის გადაღებული.

ბრიტანული გაზეთის „მირორის” ინფორმაციით, ფოტო ჟენევაში გერმანელის სახლშია გადაღებული. ბოროტმოქმედები აპირებენ ეს სურათი მინიმუმ მილიონ ევროდ მიჰყიდონ რომელიმე გამოცემას.

51 წლის ყოფილი პილოტის მეუღლე კორინამ პირად ცხოვრებაში უცნობების ჩარევის გამო პოლიციას მიმართა.

მიხაელ შუმახერმა თავის ქალის ტრავმა 2013 წლის დეკემბერში თხილამურებით სრიალისას მიიღო და მას შემდეგ, აღდგენით კურსს გადის.