უცნაური ფაქტები „საბურთალოზე“ - გუნდი ევროტურნირზე მხოლოდ სტუმრად იგებს #1TVSPORT
უცნაური ფაქტები „საბურთალოზე“ - გუნდი ევროტურნირზე მხოლოდ სტუმრად იგებს #1TVSPORT

საბურთალომ“ ალბანურ „პარტიზანთან“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გორის „თენგიზ ბურჯანაზე არენაზე“ 0:1 წააგო, განმეორებით შეხვედრაში გასვლაზე ტირანაში მეტოქე 1:0 დაამარცხა, შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება კი პენალტების სერიის უკეთ შესრულებით (5:4) მოიპოვა.

„საბურთალო“ ერთადერთი ქართული კლუბია, რომელმაც მიმდინარე ევროსეზონში პირველი ეტაპის მეტოქე დაამარცხა, მაგრამ გასვლაზე მისი გამარჯვება სენსაცია არ იყო, რადგან გუნდი ევროტურნირზე მესამედ გამოდის, მიუხედავად ამისა, ჯერ სახლში არ მოუგია – ოთხი მატჩი ჩაატარა და ყველა წააგო. უცნაურია, რომ „საბურთალომევროტურნირზე სამი მატჩი მოიგო და ქართველი გულშემატკივრების გახარებას მხოლოდ გასვლით მატჩებში ახერხებდა.

აქვე იმასაც ვიტყვით, რომ ალბანურ „პარტიზანთან“ ტირანას „აირ ალბანიაზე“ გამართულ შეხვედრაში გუნდის განაცხადში 22 მოთამაშე იყო. მათგან კლუბის აკადემიის აღზრდილები არ იყო მხოლოდ 7 მოთამაშე – ლევან კაკუბავა, გია ჩადუნელი, ბაქარ ქარდავა, ლევან ნონიკაშვილი, ბენედიკ მიოჩი, ირაკლი სიხარულიძე და ჟულიუ ვინისიუსი. დანარჩენი 15 ფეხბურთელი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილი გახლდათ. ამ კუთხით „საბურთალო“ საქართველოში რეკორდსმენია.

2019 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1 საკვალიფიკაციო ეტაპი

10 ივლისი, შერიფი 0:3 საბურთალო

16 ივლისი, საბურთალო 1:3 შერიფი

ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპი

23 ივლისი, საბურთალო 0:2 ზაგრების დინამოსი

30 ივლისი, ზაგრების დინამო 3:0 საბურთალო

ევროპის ლიგის 1 საკვალიფიკაციო ეტაპი

06 აგვისტო, არარატი-არმენია 1:2 საბურთალო

14 აგვისტო, საბურთალო 0:2 არარატი-სომხეთი

2020 წელი

ევროპის ლიგის 1 საკვალიფიკაციო ეტაპი

27 აგვისტო, აპოლონი 5:1 საბურთალო

2022 წელი

კონფერენს ლიგის 1 საკვალიფიკაციო ეტაპი

07 ივლისი, საბურთალო 0:1 პარტიზანული ტირანა

14 ივლისი, პარტიზანული ტირანა 0:1 საბურთალო (პენალტების სერია 4:5)

შეგახსენებთ, რომ „საბურთალო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ „სტიაუას“ შეხვდება – პირველი მატჩი 21 ივლისს საქართველოში (გორში ან თბილისში) გაიმართება, ხოლო განმეორებით თამაშს 28-ში ბუქარესტი უმასპინძლებს.