უცხოური მედია სინგაპურის ეკონომიკის რეცესიაზე წერს
უცხოური მედია სინგაპურის ეკონომიკის რეცესიაზე წერს

სინგაპურის ეკონომიკა მეორე კვარტალში რეცესიაში შევიდა, წინა სამი თვის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებლით, 41.2-იანი ვარდნით და ახლა წლის ყველაზე მასშტაბური ვარდნის წინაშეა, რადგან კორონავირუსის შეკავების მიზნით მიღებულმა ზომებმა შეასუსტა ვაჭრობაზე ორიენტირებული ქვეყანა. ამის შესახებ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი ამბების სააგენტო „როიტერის“ მიერ გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი 37.4%-იანი ვარდნა იყო, მაგრამ პანდემიამ დიდი გავლენა იქონია სამშენებლო სექტორზე, რომელმაც 95.6 პროცენტი შეადგინა. წლიურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 12,6%-ით დაეცა, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროში სამშაბათს მოწოდებულ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით. ეკონომისტებმა კი იწინასწარმეტყველეს 10.5%-იანი შემცირება. ვირუსის გამო მთელ მსოფლიოში საქონელზე მოთხოვნის ვარდნამ სინგაპურს მძიმე დარტყმა მიაყენა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მისი ექსპორტისა და იმპორტის ღირებულება მისი მშპ-ის ოდენობას ოთხჯერ აღემატება, რაც მას მსოფლიოში ვაჭრობაზე ყველაზე მეტად დამოკიდებულ მეოთხე ეკონომიკად წარმოაჩენს.

მშპ-ის ვარდნამ გამოიწვია ვარდნის სერიის გაგრძელება მეორე კვარტალშიც მდიდარი ქალაქ-სახელმწიფოსთვის – მას შემდეგ რაც პირველ კვარტალში 0.3%-ით შემცირდა ყოველწლიური მაჩვენებელი და 3.3%-ით კვარტალური მაჩვენებელ – პროცესს, რაც ტექნიკური რეცესიის განსაზღვრება მიეცა. ანალიტიკოსებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკა მეორე კვარტალში ღრმა შეკუმშვას განიცდიდა აპრილიდან ივნისამდე ჩაკეტვის გამო, რასაც ხელისუფლებამ დაარქვა „მიკროსქემის ამომრთველი“ და რომლის დროსაც სამუშაო ადგილების უმეტესობა დაიხურა ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით.