უცხოური გამოცემა - ნიკა კვეკვესკირი, შესაძლოა, ყაზახეთში დაბრუნდეს #1TVSPORT
უცხოური გამოცემა - ნიკა კვეკვესკირი, შესაძლოა, ყაზახეთში დაბრუნდეს #1TVSPORT

ევრო 2024-ის მონაწილე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი, შესაძლოა, ყაზახურ კლუბს შეუერთდეს – ინფორმაციას გამოცემა Aladop.kz-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, 32 წლის ქართველი ნახევარმცველი კოსტანაის „ტობოლში“ დაბრუნდეს, სადაც 2017-2020 წლებში თამაშობდა.

ამ ხნის განმავლობაში კვეკვესკირი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და გუნდთან ერთად ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონი და მესამეადგილოსანი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ნახევარმცველი „დინამო თბილისის“, გორის „დილას“, აზერბაიჯანული „ინტერის“, „გაბალასა“ და პოლონური პოზნანის „ლეხის“ ღირსებას იცავდა, წლეულს კი უნგრული „ნირეგიჰაზას“ მოთამაშე გახდა.

კვეკვესკირი საქართველოს ნაკრებში 2015 წლიდან თამაშობს, რომლის ფორმითაც 61 მატჩი ჩაატარა. იყო ევრო 2024-ის მონაწილე, სადაც „ჯვაროსნები“ პლეი ოფის ეტაპამდე მივიდნენ.