უჩვეულო, უმაყურებლო ჰარუ ბაშო
უჩვეულო, უმაყურებლო ჰარუ ბაშო

8 მარტს, ოსაკაში წლის მეორე სუპერტურნირი დაიწყო. იაპონიის სუმოს ასოციაციამ კორონა ვირუსის გავრცელების გაზრდილი საფრთხის გამო, გადაწყვეტილებa მიიღო, დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა გაზაფხულის ტურნირი. მაყურებლებისა და ქომაგებისთვის ოსაკას „ედიონ არენა“ დაკეტეს.

დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ იაპონიის სუმოს ასოციაციის თანამშრომლები, გიოჯები, იობიდაშები, შიმპანები, რიკიშები, ასევე პრესისა და მას-მედიის წარმომადგენლები.

რიკიშებს ყოველდღიურად, დღეში სამჯერ გაეზომებათ ტემპერატურა და თუ ვინმეს 37,5 გრადუსზე მაღალი დაუფიქსირდება, ისინი ავტომატურად მოიხსნებიან ბაშოდან (გავლენ კიუჯოზე). იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე რიკიშის კორონა ვირუსი (COVID-19) დაუდგინდება, დაუყოვნებლივ შეწყდება ბაშო და მთლიანად გაუქმდება.

თუკი ვირუსი დაუდგინდა რომელიმე ოიაკატას(მწვრთნელს) ან გიოჯის(მსაჯს), ასოციაცია იმსჯელებს ბაშოს გაუქმების საკითხზე და იმოქმედებს კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად. რიკიშებს აეკრძალათ მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მათ სუმოს ასოციაცია სპეციალურ ტრანსპორტს გამოუყოფს. ჩიკარა-მიძუს (ძალის წყალი) რიტუალი შესრულდება წყლის გარეშე, ისე, რომ რიკიშის ტუჩების შეხება არ მოხდეს ხის კოვზთან. მებრძოლები მამ რიტუალისას, მხოლოდ წყლის დალევის იმიტაციას გააკეთებენ .

რაც შეეხება ქართველ მებრძოლებს – ლევან გორგაძე, რომელიც ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მეცხრე მაეგაშირას სტატუსით იასპარეზებს, ტურნირის პირველ დღეს მეათე მაეგაშირა სადანოუმის დაუპირისპირდება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 4:2 აქვს უპირატესობა. გაგა ჯუღელი კი, რომელიც მაკუშიტას დივიზიონშია, ტრამვების გამო ამ შეჯიბრსაც გამოტოვებს.