უბილავა „ლოკომოტივში“ დაბრუნდა #1TVSPORT
უბილავა „ლოკომოტივში“ დაბრუნდა #1TVSPORT

„ნახეთ, ვინ დაბრუნდა“ წარმატებები, უბი“, – ასე მიესალმა თბილისის „ლოკომოტივი“ დავით უბილავას.

28 წლის მცველი „საბურთალოში“ თამაშობდა, მაგრამ გუნდში მხოლოდ 7 თვე იყო. თბილისურმა კლუბმა მასთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, მეორე დღეს კი უბილავა მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.

უბილავა „ლოკომოტივში” გაიზარდა, ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და კარიერის დიდი ნაწილიც ამ გუნდში გაატარა. ბოლო წლებში კი გუნდის კაპიტანი გახლდათ, მაგრამ 2021 წლის დეკემბერში „ლოკომოტივში“ ფინანსური პრობლემები შეიქმნა და კლუბი ძირითადი შემადგენლობის ბირთვმა დატოვა.

„საბურთალოში“ მიმდინარე სეზონში უბილავამ სულ 7 მატჩი ჩაატარა. „ლოკომოტივის” ყოფილი კაპიტანი არ მალავდა, რომ გუნდიდან წამოსვლა რთული იყო და მისი დაბრუნება მოულოდნელი არ არის.