უახლოეს ორ წელიწადში „რეალი“ კანსელოსა და ჰალანდის შეძენას გეგმავს #1TVSPORT
უახლოეს ორ წელიწადში „რეალი“ კანსელოსა და ჰალანდის შეძენას გეგმავს #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ „მანჩესტერ სიტისგან“ ჟოაო კანსელოსა და ერლინგ ჰალანდის შეძენას აპირებს. ამის შესახებ გაზეთ AS-ის ახალი ნომრის გარეკანზე იუწყებიან.

როგორც მადრიდული გაზეთი წერს, 2023 წელს „რეალს“ კანსელოს ყიდვა აქვს დაგეგმილი, 2024 წლის ზაფხულში – ჰალანდის.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ჰალანდის გამოსასყიდი თანხა 180 მილიონი ევრო იქნება.

მიმდინარე სეზონში 28 წლის კანსელომ 10 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ცოტა ხნის წინ, პორტუგალიელმა მარჯვენა მცველმა „სიტისთან“ 2027 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი.

22 წლის ჰალანდის ანგარიშზე 10 მატჩში 14 გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა მოდის.