უაილდერმა ბრიზილს პირველივე რაუნდში მოუგო [ვიდეო]
18 მაისს, ნიუ იორკის „ბარქლი ცენტრში“ (Barclays Center) გაიმართა საჩემპიონო ორთაბრძოლა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში. WBC-ის ჩემპიონი, ამერიკელი დეონტეი უაილდერი თანამემამულე დომინიკ ბრიზილს შეხვდა.
ამერიკელების ორთაბრძოლა პირველივე რაუნდში დასრულდა და უაილდერმა შეინარჩუნა WBC-ის ქამარი. ბრძოლა ფრთხილი ჯებებით დაიწყო, სანამ პირველი რაუნდის შუაში უაილდერმა მარჯვნიდან მიზანში არ მოარტყა, რის შემდეგაც, პრეტენდენტს ფეხები არ მოეკვეთა. ჩემპიონი მაშინვე ეცა მეტოქეს, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.
ისე ჩანდა, რომ კლინჩში შესვლების წყალობით, ბრიზილისთვის საფრთხემ გადაიარა, მაგრამ უაილდერმა ისევ ზუსტად მოარტყა საშუალო მანძილიდან მარჯვენა დარტყმით. მჯერად, ბრიზილი დაეცა და ძლივს წამოდგა მეათე თვლაზე, მაგრამ რეფერით ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცა.
🥊⚰️ #BronzeBomber Deontay “Hand of God” Wilder #round1 pic.twitter.com/jqogTtc84f
— NateNirvana 🏴 (@NateNirvana) May 19, 2019
უაილდერს პროფესიულ რინგზე 41 მოგება (40 ნოკაუტით) და ერთი ფრე დაუგროვდა. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მან ვერ მოუგო – ბრიტანელი ტაისონ ფიურია.