უაილდერისა და ფიურის ორთაბრძოლა ფრედ დასრულდა
უაილდერისა და ფიურის ორთაბრძოლა ფრედ დასრულდა

ლოს ანჯელესის „სტეიპლ ცენტრში“ სუპერმძიმე წონით კატეგორიაში საჩემპიონო ორთაბრძოლა გაიმართა. WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ამერიკელი დეონტეი უაილდერი მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, ბრიტანელ ტაისონ ფიურის ხვდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ უაილდერმა ორჯერ – მე-9 და მე-12 რაუნდებში, მეტოქე ნოკდაუნში ჩააგდო, ორთაბრძოლა ფრედ დასრულდა. მსაჯების შეფასებები ასეთი იყო – 115:111, 110:114, 113:113.

უაილდერისთვის ეს პირველი ფრე იყო კარიერაში. მანამდე მას 40 ბრძოლაში 40 მოგება ჰქონდა. ასევე გაუფუჭდა სტატისტიკა ფიურის – 27-დან 27 მოგების შემდეგ, პირველი ფრე.