უაილდერისა და ფიურის ბრძოლა ლას ვეგასში, ივნისში შედგება
უაილდერისა და ფიურის ბრძოლა ლას ვეგასში, ივნისში შედგება

სუპერმძიმე წონაში მატჩრევანში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს, ამერიკელ დეონტეი უაილდერსა (40-0-1, 39KO) და ბრიტანელ ტაისონ ფიურის (27-0-1, 19KO) შორის, სავარაუდოდ, ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოღონდ არა ლოს ანჯელესში, არამედ ლას ვეგასში გაიმართება. განმეორებითი ორთაბრძოლის ჩატარებით ორივე მხარე დაინტერესებულია, – იტყობინება ბრიტანელი მოკრივის პრომოუტერი ფრენკ უორენი.

„ამ მომენტისთვის, ვცდილობთ ამ ბრძოლის ორგანიზებას. აბსოლუტურად ყველას სურს რევანშის ხილვა, მათ შორის, თავად მებრძოლებსაც. როგორც ჩანს, ჩატარების ადგილი კვლავაც აშშ იქნება, რადგან იქ ყველაზე მეტი ფულია. ლას ვეგასი იდეალური ვარიანტი იქნება. ამჟამად, ფიური სპორტულ დარბაზში იმყოფება და აქტიურად ემზადება ამ მოვლენისთვის. ვფიქრობ, ბრძოლა ივნისში გაიმართება“, – თქვა უორენმა.

უაილდერისა და ფიურის პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა მეტოქე ორჯერ ნოკდაუნში გაუშვა.