უაილდერისა და ფიურის ბრძოლა პირველ დეკემბერს ლოს ანჯელესში გაიმართება

19:13, 24.09.2018

ცნობილმა საკრივო პრომოუტერმა ფრენკ უორენმა განაცხადა, რომ ბრძოლა ამერიკელ დეონტეი უაილდერსა და ბრიტანელ ტაისონ ფიურის შორის პირველ დეკემბერს გაიმართება.

გათამაშდება სუპერმძიმე წონაში WBC-ის ტიტული, რომელსაც უაილდერი ფლობს. დიდი ალბათობით, ბრძოლას ლოს ანჯელესი უმასპინძლებს.

ეს ინფორმაცია ორივე მოკრივემ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში უაილდერმა ლუის ორტისი დაამარცხა, ფიურიმ – ფრანჩესკო პიანეტა.

მსგავსი