უაილდერი - ფიურის რევანში ჩაიშალა
უაილდერი - ფიურის რევანში ჩაიშალა

სუპერმძიმე წონაში დაუმარცხებელი მოკრივეები – ამერიკელი დეონტეი უაილდერი (40-0-1, 39KO) და ბრიტანელი ტაისონ ფიური (27-0-1, 19 KO) უახლოეს პერიოდში ერთმანეთს აღარ შეხვდებიან. მატჩრევანშის გამართვა მინიმუმ ზამთრამდე გადაიდო.

„ოფიციალურად შეიძლება იმის გამოცხადება, რომ ფიური-უაილდერის შეხვედრა არ იქნება ამ მოკრივეების მომდევნო ორთაბრძოლა არ იქნება. ჩემპიონმა უაილდერმა გამოთქვა რევანშის ჩატარების სურვილი, მაგრამ ფიურიმ მანამდე კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა მოინდომა და იმედოვნებს, რომ რევანში მოგვიანებით შედგება“, – წერია მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) ოფიციალურ განცხადებაში.

უაილდერი „ვი-ბი-სის“ ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ფიურიმ „ი-ეს-პი-ენთან“ (ESPN) 100-მილიონიანი კონტრაქტი  გააფორმა და ვალდებულია, წელიწადში ორი ბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატაროს.