U21 | თურქეთში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის რამაზ სვანაძემ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
U21 | თურქეთში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის რამაზ სვანაძემ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მარტის სანაკრებო პაუზის პერიოდში მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი 17-დან 25 მარტის ჩათვლით ანტალიაში მოემზადება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

22 მარტს უმცროსი „ჯვაროსნები“ ფინეთის ნაკრებს შეხვდებიან, რომელიც ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა, 25-ში კი სერბეთის 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ თურქული შეკრებისთვის შემადგენლობა დაასახელა:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი („დინამო“ ბათუმი), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), ლევან თანდილაშვილი („თელავი“).

მცველები: საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“), ირაკლი იაკობიძე („დინამო თბილისი“), ლადო ოდიშვილი („თელავი“), საბა მამაცაშვილი („სირიუსი“, შვედეთი), ზურაბ რუხაძე („დილა“ გორი), თორნიკე მორჩილაძე („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ უგრეხელიძე („დინამო თბილისი“), გიორგი მაისურაძე („პოლისია“ ჟიტომირი, უკრაინა)

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), გიზო მამაგეიშვილი („იბერია 1999“), ოთარ მამაგეიშვილი („ფამალიკაო“, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე („კირლია სავეტოვი“, რუსეთი), ირაკლი ეგოიანი („ვიტესი“, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე („დინამო თბილისი“), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“ შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი („ჰაპოელ ჰადერა“, ისრაელი).

თავდასხმელები: გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი 1913“), ჯადული იობაშვილი („თელავი“), დავით გოცირიძე („გაგრა“).

მატჩების განრიგი:

22 მარტი, 18:00 | ფინეთი – საქართველო

25 მარტი, 17:00 | სერბეთი – საქართველო

თურქულ შეკრებაზე გასამართი ამხანაგური მატჩების პირდაპირი ტრანსლაციებთან დაკავშირებული დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 11 ივნისს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ევრო 2025 | მატჩების განრიგი:

11 ივნისი, ჟილინა | პოლონეთი – საქართველო

14 ივნისი, ჟილინა | საფრანგეთი – საქართველო

17 ივნისი, ტრენჩინი | საქართველო – პორტუგალია