U21 | თბილისში პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი ჩამოვა #1TVSPORT
U21 | თბილისში პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი ჩამოვა #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი საქართველოში გაემგზავრება და 21-წლამდელთა გუნდთან ერთად იქნება, – ინფორმაციას A Bola-ს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ირინე პალმა ავრცელებს.

„რობერტო მარტინესი შაბათს საქართველოში გაემგზავრება და ნიდერლანდებთან მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად იქნება. ამ გზით მარტინესს სურს, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა პორტუგალიელებს ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში. ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თბილისში ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიელთა ორივე თამაშს დაესწრება“, – წერს A Bola-ს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში.

რობერტო მარტინესი ესპანელია – მუშაობდა უელსის „სუონსიში“, ინგლისის „უიგანსა“ და „ევერტონში“, 2016-22 წლებში ბელგიის ეროვნულ ნაკრებს ავარჯიშებდა. ამჟამად პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, რომელსაც 2023 წელს ჩაუდგა სათავეში.