U21 | სვანაძე ნიდერლანდებთან მატჩამდე ნაკრებს საგურამოში ავარჯიშებს - პრესკონფერენცია ხვალ გაიმართება #1TVSPORT
U21 | სვანაძე ნიდერლანდებთან მატჩამდე ნაკრებს საგურამოში ავარჯიშებს - პრესკონფერენცია ხვალ გაიმართება #1TVSPORT
26 ივნისს, ნიდერლანდებთან ოფიციალური რეგლამენტით გავთვალისწინებულ მატჩისწინა ვარჯიშს ჩვენი გუნდი საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე ჩაატარებს, ხოლო შეხვედრის მასპინძელ „დინამო არენაზე“ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციასა და საწვრთნელ პროცესზე (პირველი 15 წუთი) დასწრება მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის არის დაშვებული.
23 ივნისის განრიგი | საქართველო – ნიდერლანდები
11:00 | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია | „დინამო არენა“
11:30 | ერვინ ვან დერ ლოის პრესკონფერენცია | „დინამო არენა“
12:00 | ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიში | „დინამო არენა“
19:00 | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიში | საგურამო, „ლოკო არენა“
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში ბელგიას დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ – 2:2 დასრულდა.ორი ტურის შემდეგ 21-წლამდელები ჯგუფში ოთხი ქულით პირველ ადგილს იკავებენ.
ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს 21-წლამდელთა ნაკრები 27 ივნისს, „დინამო არენაზე“ ნიდერლანდების ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ 20:00 საათზე გამართავს. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.