U21 | Sofascore-მა მამარდაშვილი და კალანდაძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის სიმბოლურ გუნდში დაასახელა #1TVSPORT
U21 | Sofascore-მა მამარდაშვილი და კალანდაძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის სიმბოლურ გუნდში დაასახელა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი და ალექსანდრე კალანდაძე ევრო 2023-ის მეოთხედფინალური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ – 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ამ ეტაპის რჩეული 11 მოთამაშე Sofascore-მა დაასახელა.

ანალიტიკურმა ინტერნეტპორტალმა სიმბოლური ნაკრები 3-4-3 სათამაშო სქემით შეადგინა. „დინამო თბილისის“ მცველი კალანდაძე მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზეა – მისი შეფასება 7,9 ქულაა, ისევე როგორც დანარჩენი ორი მცველის.

საინტერესოა, რომ რჩეულებში მოხვდა არა ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე დანიელ პერეცი (რომელმაც პენალტების სერიაში გუნდს მოაგებინა და ნახევარფინალის საგზური მოუტანა), არამედ გიორგი მამარდაშვილი.

ქართველმა კიპერმა 8,2 ქულა მიიღო და მეოთხედფინალისტებში მეორე საუკეთესო შედეგი დაიმსახურა. საუკეთესოდ კი უკრაინის ნაკრების თავდამსხმელი სუდაკოვი დააასახელეს – მან საფრანგეთთან შეხვედრაში (3:1) დუბლი შეასრულა და გუნდს ნახევარფინალისა და ოლიმპიადის საგზური მოუტანა.