U21 | საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2027 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას იწყებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე უმცროსი „ჯვაროსნების“ მეტოქეები ჩრდილოეთ ირლანდიის, მალტის, ლატვიის, საბერძნეთისა და გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებები არიან.
ქართველი ფეხბურთელები პირველ მატჩს 9 სექტემბერს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავენ – შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
სვანაძის ხელმძღვანელობით ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ორჯერ (2023, 2025 წლებში) ითამაშა. გუნდის მიზანი ამჯერადაც უცვლელია – ევროპის ჩემპიონატზე მესამედ გასვლა.
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩამდე წყალტუბოში მატჩისწინა ვარჯიში გამართა. აღსანიშნავია, რომ ახალ შესარჩევ ციკლს რამაზ სვანაძის გუნდი განახლებული შემადგენლობით იწყებს.
რამაზ სვანაძე – „დიდი ინტერესით ველოდებით შეხვედრას, გვაინტერესებს, როგორ წარმოაჩენს თავს ახალი თაობა. ძალიან ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო უკეთ გავუგებთ ერთმანეთს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან ახალი ფორმაციის გუნდის პირველი თამაშია. შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა, მოვიდა ახალი თაობა, რომელსაც გუნდის ხასიათსა და მენტალობასთან მოსარგებად დრო სჭირდება“.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), საბა ქაჯაია („რეალ მურსია“, ესპანეთი), რევაზ კურტანიძე („იბერია 1999“).
მცველები: ჟორჟ ქარსელაძე („აკადემიკა კოიმბრა“, პორტუგალია), დავით ბუკია („ლოკომოტივი“, თბილისი), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი“), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა“, სლოვაკეთი), მათე შათირიშვილი („დინამო თბილისი“), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი“, ფოთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“), გიორგი ტაბატაძე („ვაილე“, დანია).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე“, იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999“), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი“, შვეიცარია), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი“), გია ნადარეიშვილი („გაგრა“), ირაკლი იეგოიანი („ექსელსიორი“, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე („დინამო ბათუმი“), გიორგი ხარებავა („კოლხეთი“, ფოთი), ალეკო ბასილაძე („ტორპედო“, ქუთაისი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტერმალიკა ნეცეჩა“, პოლონეთი), საბა გეგიაძე („სპაერი“), დავით გოცირიძე („გაგრა“).