U21 | საქართველოს ნაკრების მეტოქე - პორტუგალიამ საბოლოო შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
U21 | საქართველოს ნაკრების მეტოქე - პორტუგალიამ საბოლოო შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოსა და რუმინეთში გასამართი ევრო 2023-ისთვის პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუი ჟირჟემ საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები – სელტონ ბიაი („ვიტორია“), ფრანსისკო მეიშედო („პორტო“) სამუელ სოარეში („ბენფიკა“).

მცველები – ალექსანდრე პენეტრა („ფამალიკაო“), ანდრე ამარო („ვიტორია“), ლეონარდო ლელო („კაზა პია“), ნუნო ტავარეში („მარსელი“), თომას ტავარეში („სპარტაკი“), თომას არაუხო („ჟილ ვისენტე“).

ნახევარმცველები – აფონსო სოუზა („ლეხი“), ანდრე ალმეიდა („ვალენსია“), ფაბიო ვიეირა („არსენალი“), ჟოაო ნევეში („ბენფიკა“), ჟორჟე კარლუში („ვიტორია“), პაულო ბერნარდო („პაკოშ დე ფერეირა“), სამუელ კოშტა („ალმერია“), ტიაგო დანტასი (პაოკ), ვასკო სოუზა („პორტო“).

თავდამსხმელები – ფაბიო სილვა („პსვ ეინდჰოვენი“), ფრანსისკო კონსეისაო („აიაქსი“), ენრიკე არაუხო („უოტფორდი“), პედრო ნეტო („ვულვერჰემპტონი“), ვიტინია („მარსელი“).

პორტუგალია ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში სამივე მატჩს თბილისში ჩაატარებს: 21 ივნისს საქართველოს ნაკრებთან („დინამო არენა“, 20:00), 24 ივნისს – ნიდერლანდებთან („მიხეილ მესხი“, 20:00), ხოლო 27 ივნისს – ბელგიასთან („მიხეილ მესხი“, 20:00).