U21 | საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებსა და შვედეთს ბათუმში უმასპინძლებს - რამაზ სვანაძემ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
U21 | საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებსა და შვედეთს ბათუმში უმასპინძლებს - რამაზ სვანაძემ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

12 და 17 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ნიდერლანდებისა და შვედეთის 21-წლამდელთა გუნდების წინააღმდეგ გამართავს.

ნიდერლანდებთან მატჩი 12 სექტემბერს, 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო შვედეთს 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე ვუმასპინძლებთ. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება.

შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

აღნიშნული მატჩებისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა ხარატიშვილი („სამტრედია“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“).

მცველები: გიორგი მაისურაძე („დინამო თბილისი“), საბა გოგლიჩიძე („ტორპედო“), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი“), მუხრან ბაგრატიონი („დინამო ბათუმი“), საბა მამაცაშვილი („გაგარა“), ზურაბ რუხაძე („მეტა“, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია („დინამო თბილისი“), ოთარ მამაგეიშვილი („საბურთალო“), გიზი მამაგეიშვილი („საბურთალო“), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი“), ნოდარ ლომინაძე („სამგურალი“), ირაკლი ეგოიანი („ტვენტე“, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია („კოლხეთი“, ფოთი), შალვა ოგბაიძე („დენ ბოსხი“, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკ-ი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე („ფროსინონე“, იტალია), ჯადული იობაშვილი („დინამო თბილისი“).