U21 | რუმინეთთან ლომინაძე და გოგლიჩიძე ვერ ითამაშებენ - ახალგაზრდული ნაკრების შეკრებას ლაცაბიძე და უგრეხელიძე გამოაკლდნენ #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ავსტრიაში, დაბა ვენიგცელში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და 4 ივნისს რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართვს – 21-წლამდელების მატჩი თბილისის დროით 20:30-ზე ფორაუს „ურკრაფტ არენაზე“ დაიწყება.
საწვრთნელ შეკრებას ტრავმის გამო ლუკა ლაცაბიძე და ნიკოლოზ უგრეხელიძე გამოაკლდნენ. ხოლო რუმინეთთან მატჩს მიკროტრავმების გამო ნოდარ ლომინაძე და საბა გოგლიჩიძე გამოტოვებენ.
21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 11 ივნისს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ევრო 2025 | მატჩების განრიგი:
11 ივნისი, ჟილინა | პოლონეთი – საქართველო;
14 ივნისი, ჟილინა | საფრანგეთი – საქართველო;
17 ივნისი, ტრენჩინი | საქართველო – პორტუგალია.