U21 | რუმინეთი – საქართველოს მატჩი ტელესკოლის პირდაპირ ეთერში 21:55 საათზე დაიწყება #1TVSPORT
U21 | რუმინეთი – საქართველოს მატჩი ტელესკოლის პირდაპირ ეთერში 21:55 საათზე დაიწყება #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ბუქარესტშია, სადაც დღეს, 7 სექტემბერს, რუმინეთის დედაქალაქთან მდებარე ქალაქ ვოლუნტარიში მასპინძელთა ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდება.

ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბუქარესტის „დინამოს“ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. რამაზ სვანაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები მიიწვია:

მეკარეები

გურამ ჩიკაშუა (ვიტ-ჯორჯია), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913)

მცველები

თორნიკე ჯანგიძე, ლევან ხარაბაძე, სანდრო კალანდაძე (სამივე – დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ზურაბ ჭავჭანიძე (რუსთავი),დავით სამსონია (დინამო ზუგდიდი).

ნახევარმცველები

შოთა ნონიკაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ბექა ხარაიშვილი (სამივე – საბურთალო), ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი (ორივე – დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია)

თავდამსხმელები

გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (თელავი), რევაზ ინჯგია (აპოლონ ლიმასოლი, კვიპროსი), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო)

რამაზ სვანაძის გუნდის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი, ვოლუნტარის ანგელ იორდანესკუს სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი / ტელესკოლა შემოგთავაზებთ.