U21 | რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელების ნაკრები 11 ივნისს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ.
სლოვაკეთში გამგზავრებამდე, 4 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს რუმინეთის ნაკრებთან – შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება.
U21 | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის:
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი („დინამო“ ბათუმი), ლევან თანდილაშვილი („თელავი“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“);
მცველები: საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“), ირაკლი იაკობიძე („დინამო თბილისი“), საბა მამაცაშვილი („სირიუსი“, შვედეთი), გიორგი მაისურაძე („პოლისია“ ჟიტომირი, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია), საბა საზონოვი („ემპოლი“, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა);
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი („ფამალიკაო“, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი („ვიტესი“, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე („დინამო თბილისი“), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი („ჰაპოელ ჰადერა“, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე („დინამო თბილისი“);
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი („იბერია 1999“), ვახტანგ ბედოშვილი („გარეჯი“), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი“ ფოთი), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლაცაბიძე და ნიკოლოზ უგრეხელიძე გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდნენ
ევრო 2025 | მატჩების განრიგი:
11 ივნისი, ჟილინა | პოლონეთი – საქართველო
14 ივნისი, ჟილინა | საფრანგეთი – საქართველო
17 ივნისი, ტრენჩინი | საქართველო – პორტუგალია