U21 | რამაზ სვანაძე - ეს მხოლოდ დასაწყისია, ამ თაობის იმედი უნდა გქონდეთ #1TVSPORT
U21 | რამაზ სვანაძე - ეს მხოლოდ დასაწყისია, ამ თაობის იმედი უნდა გქონდეთ #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2023-ს ისე გამოეთიშა, ძირითად დროში თამაში არ წაუგია – მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა და იმედგაცრუება ვერ დამალა.

„მიჭირს საუბარი, წაგება თამაშის ნაწილია, მაგრამ მეტს ვიმსახურებდით. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა. მათი მენტალიტეტი და პროფესიონალიზმი მაიმედებს. თამაშის შემდეგ მადლობა გადავუხადე ევრო 2023-ზე გატარებული თითოეული დღისთვის.

რაც შეეხება ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს, ხვალინდელ თამაშზე ვართ დამოკიდებული. დღეს შეტევაში მეტი სითამამე და დამაგვირგვინებელი მოქმედებები დაგვაკლდა.

მაგრამ მეორეცაა – დაღლილები ვიყავით ფიზიკურად, ბიჭებს დიდი დატვირთვა ჰქონდათ. მათ თავდადებისთვის მადლობა, მინდა, გადავუხადო. მადლობა გულშემატკივარს, ჩვენს სტაფს, ფეხბურთის ფედერაციას. ეს მხოლოდ დასაწყისია, ამ თაობის იმედი უნდა გქონდეთ“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.