U21 | ინგლისმა ისრაელი დაამარცხა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის 1/4-ფინალში გავიდა #1TVSPORT
U21 | ინგლისმა ისრაელი დაამარცხა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის 1/4-ფინალში გავიდა #1TVSPORT

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში ერთმანეთს ინგლისისა და ისრაელის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ინგლისის ახალგაზრდული გუნდის უპირატესობით წარიმართა და ისრაელის ნაკრებმა საკუთარ კარში ორი უპასუხო გოლი მიიღო.

ინგლისის ნაკრები მე-16 წუთზე ენტონი გორდონმა დააწინაურა, 68-ე წუთზე კი ემილ სმიტ-როუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

ორი მატჩის ჯამში ინგლისელებმა ჯგუფში ორი გამარჯვება იზეიმეს, ექვსი ქულა დააგროვეს და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ. ტურნირის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი და „ტელესკოლა“ გთავაზობთ.